Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
მაია მესტვირიშვილი

ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: სოციალური იდენტობები, სტიგმა, მორალური მსჯელობა და რელიგიური ორიენტაციის ტიპები. 2006-2011 წლებში მან მიიღო კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები კოლუმბიის (აშშ), ბერკლის (აშშ) და ლუვენის (ბელგია) უნივერსიტეტებში. კვლევისთვის „ფარული და აშკარა სტიგმა სოციალური უმცირესობების ჯგუფებში“ ის დაჯილდოვდა პრეზიდენტის გრანტით ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი). მაია მესტვირიშვილი შვედეთის სამეცნიერო აკადემიური ქსელის (ASCN) და ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების წამყვანი მკვლევარია. იგი რამდენიმე საერთაშორისო საკონფერენციო ნაშრომის და ჟურნალის სტატიის ავტორია.